ზესტაფონთან სატვირთო მანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა -1 ადამიანი დაიღუპა

ზესტაფონთან სატვირთო მანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა -1 ადამიანი დაიღუპაავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც იმერეთში, ზესტაფონის რაიონის სოფელ წევაში მოხდა, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მიკროავტობუსი სატვირთოს დაეჯახა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.