“15 წლის ქალიშვილის თვალწინ დაიღუპა” – თამუნა ჭიკაძეს საკუთარ სახლთან მანქანა დაეჯახა

"15 წლის ქალიშვილის თვალწინ დაიღუპა" - თამუნა ჭიკაძეს საკუთარ სახლთან მანქანა დაეჯახათელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, 9 ივლისს საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ქალი, 40 წლის თამუნა ჭიკაძეა.

ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს, 15 წლის გოგონა დარჩა, რომელიც დედის სიკვდილს შეესწრო.

„საოცრად კარგი გოგო იყო. 15 წლის შვილი დარჩა, რომელიც დედის სიკვდილს შეესწრო. უმძიმესი ამბავია, მთელი სოფელი ტირის„,- თქვა „პრაიმტაიმთან“ გარდაცვლილის ნათესავმა.

თამუნა ჭიკაძეს რამდენიმე წლის წინ, მეუღლეც ტრაგიკული შემთხვევით გარდაეცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი, ტყეში, უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა.

ახალგაზრდა ქალს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაეჯახა. ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თამუნა ჭიკაძე ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და საგზაო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

პრაიმ ტაიმი