54.72%:45.28% – “გირჩი-მეტი თავისუფლება” თბილისის არჩევნებში ოპოზიციასთან ითანამშრომლებს

54.72%:45.28% - "გირჩი-მეტი თავისუფლება" თბილისის არჩევნებში ოპოზიციასთან ითანამშრომლებსპარტია “გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, 2 ოქტომბრის არჩევნებში თბილისში ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლონ.

ამისშსესახებ პარტიის ფეისბუქის გვერდზეა ნათქვამი:

“პარტია “გირჩი- მეტი თავისუფლების” წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ.
გადაწყვეტილება მიღებული იქნა კენჭისყრაში მონაწილე წევრების ხმათა უმრავლესობით:
მომხრე: 54.72%
წინააღმდეგი: 45.28%
კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა ფეისბუქ ჯგუფში დღეს 12.00 საათზე დაიწყო და 20.00 საათზე დასრულდა.”