საფრანგეთში ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთა სავალდებულო ვაქცინაცია და რეგულაციების დაწესება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.
მასშტაბური აქციები პარიზში, მარსელში, მონპელიეში, ნანტსა და ტულუზაში გაიმართა, სადაც, საერთო ჯამში 160. 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
„შეწყვიტეთ დიქტატორობა“ – აცხადებდნენ დემონსტრანტები, რომლებიც იმ ადამიანებისთვის შეზღუდვების დაწესებას აპროტესტებდნენ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ გაიკეთებენ.
პარიზში პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რის გამოც სამართალდამცავებმა აქცია წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აგვისტოდან სავაჭრო მოლებში, კაფეებში, ბარებში, რესტორნებსა და კინოთეატრებში კოვიდპასპორტების წარდგენის გარეშე მოქალაქეები არ დაიშვებიან. ამასთან, სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ანაზღაურებას ვერ მიიღებენ.
იპნ

