ბათუმში მატარებელი 80 წლის ქალს დაეჯახა

ბათუმში მატარებელი 80 წლის ქალს დაეჯახადღეს, 2 ივლისს, ბათუმში 80 წლამდე ასაკის ქალს მატარებელი დაეჯახა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული ქალი კლინიკა „მედცენტრში“ გადაიყვანეს.

„მედცენტრის“ ინფორმაციით დაშავებული ქალის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს მძიმე იყო, იგი გარდაიცვალა.

შემთხვევა დაახლოებით 15:00 საათზე თამარის დასახლების ტერიტორიაზე, სარკინიგზო გადასასვლელზე მოხდა.