ავარია ჩოხატაურში – რამდენიმე წუთის წინ, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე ორპირას ხევში გადავარდა. თვითმხილველების ცნობით, ავტომობილი აფეთქდა.
შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები, მსხვერპლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ “რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, რომ შემთხვევის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული.
ერთ-ერთი დაშავებული, მრავლობითი დაზიანებებით კატასტროფის ბრიგადას ჩოხატაურის კლინიკიდან ქუთაისში გადაჰყავს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.