დაპირისპირება “ოცნების“ ოფისთან – ნიკა მელია და ელენე ხოშტარია ოფისში შესვლას ცდილობენ 

დაპირისპირება "ოცნების“ ოფისთან - ნიკა მელია და ელენე ხოშტარია ოფისში შესვლას ცდილობენ „ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირებაა.”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ცდილობს ოფისში შესვლას, თუმცა პოლიციია ამის საშუალებას არ აძლევს.

„ქართული ოცნების“ ოფისში, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელია და ელენე ხოშტარია მივიდნენ. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აპირებს შევიდეს “ქართული ოცნების” ოფისში.

მისი თქმით, ის, რაც ქვეყანაში ხდება, უნდა დასრულდეს.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.