აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი, ეკა ხოფერია, ამბობს, რომ 5-6 ივლისს ჟურნალისტები დაცულები არ ყოფილან.
საჯარო მოხელემ ეს განცხადება მთაწმინდის პარკთან, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიების დაწყებამდე, გააკეთა.
ხოფერია ამბობს, რომ ის მედიის გვერდითაა.
ლექსო ჩემი კოლეგა იყო, გასვენებაშიც ვიყავი. მე ვუყურებდი, რა ხდებოდა იმ დღეს და ვიზიარებ თქვენს პოზიციას. მომხდარ ფაქტზე ჩემი პოზიცია სოციალურ პლატფორმაზეც გამოვხატე. მე ყოველთვის ჟურნალისტი ვიქნები და ვიქნები იმ პოზიციაზე, რომ ჩვენი უფლებები დაცული უნდა იყოს. იმ დღეს კი ჩვენი უფლებები დაცული არ იყო. ლექსოს უფლებები დაცული არ იყო. ეს არ უნდა მომხდარიყო”,- განაცხადა ხოფერიამ.
კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობაა მომხდარი, საჯარო მოხელე ამბობს, რომ ჟურნალისტებზე მოძალადეები უნდა დაისაჯოს.
ყველა, ვინც დამნაშავეა იმაში, რაც იმ დღეს მოხდა, ვინც თითი დააკარა ჟურნალისტებს, უკლებლივ ყველამ უნდა აგოს პასუხი”- განაცხადა ხოფერიამ.
მისივე თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი აზრი გამოხატოს.
ყველა ადამიანს აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება, თუმცა ეს სხვის ცემასა და სხვის ფეხქვეშ გათელვას არ უნდა ნიშნავდეს”- უთხრა მედიას ეკა ხოფერიამ.
ტვ პირველი

