ქართველ ძმებ გიგი და ირაკლი თორელებს ესპანეთში თითქმის ყველა იცნობს, როგორც ფიტნესის ტრენერებს. ესპანეთში პირველად ირაკლი ჩამოვიდა. ცხოვრება 200 დოლარით და იმედებით დაიწყო.
– საქართველოში გქონდათ კარიერა. რა გახდა ქვეყნის დატოვების მიზეზი?
– ფეხბურთელი ვიყავი, მეკარე, ვოცნებობდი, დიდი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, მაგრამ ტრავმამ შემიშალა ხელი. 19 წლის ასაკში გადავწყვიტე ესპანეთში ჩამოსვლა, ვფიქრობდი, შრომა აქ უფრო დამიფასდებოდა და ოცნებებსაც ავისრულებდი. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში მხოლოდ ერთი ნაცნობი მყავდა და ისიც მაფრთხილებდა, არ ჩამოხვიდეო, მაინც გავრისკე. მამა ამბობდა, – თუ წახვალ, ჩემი შვილი აღარ იქნებიო, მაგრამ უნდა წავსულიყავი და ოჯახს დავხმარებოდი.
– 200 დოლარით და არავის იმედად რომ წამოხვედით, არ გეშინოდათ?
– წამითაც არ შემშინებია. დედამ განვადებით გამოტანილი ტელეფონი გაყიდა და ამ ფულით წამოვედი. ბარსელონაში თურქეთიდან ჩავფრინდი. ერთმა ქართველმა ბიჭმა შემიფარა იმ ღამით და მეორე დღეს გამაცილა სადგურიდან ქალაქში, სადაც ჩემი ახლობელი ცხოვრობდა.
– ვინ ამოგიდგათ გაჭირვების ჟამს მხარში?
– როდესაც მეგობარმა სასტუმროში მიმიყვანა, სასტუმროს მეპატრონე გავიცანი. ეს პატარა სასტუმრო ცოლ-ქმარს ეკუთვნოდა. ქმარი ესპანელი იყო, ცოლი – შავკანიანი. ყოველდღე ვეხმარებოდი დალაგებაში, მითხრა, რომ ძალიან ვუყვარდი და სურდა, თეთრკანიანი შვილი ჰყოლოდა… ის “შვილს” მეძახდა, მე კი – “დედას”… მართლა ბევრი რთული დღე გადამატანინა, შრომის ანაზღაურებას დღეში 10 ევროს მიხდიდა.
– შეჯიბრებებში ყოველთვის ესპანეთის სახელით მონაწილეობთ. იციან, რომელი ქვეყნიდან ხართ?
– ყოველთვის თან მქონდა საქართველოს დროშა და ყველას ვუყვებოდი ჩვენი პატარა ქვეყნის შესახებ. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ.
მშობლები