გახარია – “3 წლის მანძილზე მოვახერხე, რომ არ მომხდარა ის უბედურება, რაც ახლა მოხდა”

გახარია - "3 წლის მანძილზე მოვახერხე, რომ არ მომხდარა ის უბედურება, რაც ახლა მოხდა"3 წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც ახლა მოხდა, არ მომხდარა, – ასე აფასებს პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია 5-6 ივლისს პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებას.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი პრემიერ-მინისტრობისა თუ შს მინისტრობის პერიოდში მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა.

„მე შინაგან საქმეთა მინისტრიც ვიყავი, პრემიერი-მინისტრიც და ერთი და იგივე ხდება ყოველწლიურად. მაგრამ, სამი წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა, ეს უბედურება რაც მოხდა, არ მომხდარა, ჩვენ მოქალაქეებს საერთოდ არ უგრძვნიათ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა, რაღაცნაირად მე ამას ვახერხებდი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.