“გათხოვებამდე 10 კილოთი ნაკლები ვიყავი, მაგრამ დაკლება არ მინდა” – როგორ უვლის თავს ლელა მებურიშვილი

"გათხოვებამდე 10 კილოთი ნაკლები ვიყავი, მაგრამ დაკლება არ მინდა" - როგორ უვლის თავს ლელა მებურიშვილიმსახიობი ლელა მებურიშვილი მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლში “ფიგაროს ქორწინება ანუ შეშლილი დღე” გრაფის ცოლის, როზინას, როლს ასრულებს.

სპექტაკლის პრემიერა მხოლოდ 4 დღე იქნება – 19-22 ივლისს.

“ნარგიზ მეგეზინთან” მსახიობი თავის მოვლაზე საუბრობს.

ლელა მებურიშვილი:

– ყოველთვის ვცდილობდი ჯანსაღად კვებას. მიყვარს ის პროდუქტი, რომელიც გემრიელია და სასარგებლოც. არ მიყვარს სწრაფი კვება, თუმცა ძალიან მიყვარს ნამცხვრები და ტკბილეული. ამიტომაც ვცდილობ, სახლში იშვიათად მქონდეს, რადგან ტკბილეულზე უარის თქმა ძალიან მიჭირს.  ბავშვებსაც ვცდილობ მხოლოდ ჯანსაღი საკვები შევაყვარო. საბედნიეროდ, ჯერჯერობით მიჯერებენ. არ გაუსინჯავთ კანფეტები და ტკბილი გაზიანი სასმელები.

ჩემთვის სასიამოვნო ვარჯიშის ფორმა ვერ ვიპოვე. ყველა მეუბნება, თუკი ჩადგები რეჟიმში და რამდენიმე თვეს გადალახავ, შეგიყვარდებაო. ვცადე იოგაც, პილატესიც, ბოქსიც, მაგრამ იმდენად არ მსიამოვნებს, რომ თავს ძალას ვერ ვატან. ძალიან მიყვარს ცურვა და ბევრს ვცურავ. ახლა ვფიქრობ, ცეკვა ხომ არ მეცადა. ესეც ხომ ვარჯიშის ფორმაა… ფორმის შენარჩუნება ალბათ  გენეტიკის დამსახურებაცაა, თუმცა გათხოვებამდე ათი კილოთი ნაკლები ვიყავი. დაკლება არ მინდა, მაგრამ ვგრძნობ, რომ წლების მერე ისევ ისეთ ფორმაში არ ვარ, ამიტომ ვარჯიში აუცილებელია. მინდა, ჩემს თავს მოვერიო და ფიზიკურად დავიტვირთო.

ჩემს გარდერობში თეთრი ფერი ჭარბობს. ყველაზე  მეტად კლასიკური სტილის სამოსი მომწონს. ყოველდღიურად ქუსლიან ფეხსაცმელს არ ვხმარობ, მაგრამ ძალიან მომწონს.

ჩემს გარდერობში ხშირია მაღალწელიანი შარვლები, ქვედაბოლოები, რომლებიც წელზეა მომდგარი, კაბებიც ასეთი მომწონს. ახლა ძალიან ცხელა და პიჯაკებს ვერ ვირგებ, თუმცა ძალიან მიყვარს.

საბოლოოდ, მაინც ჩემს გემოვნებაზე ვარ დამოკიდებული და რაც მსიამოვნებს, ყოველთვის იმას ვიცვამ.