გია ბაღაშვილის მეუღლე თაკო ტაბატაძე სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებშიც” გამოჩნდა, სადაც პოლიტიკოსის საყვარლის როლს ასრულებს. ცოტა ხნის წინ მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.
“ამბები” თაკო ტაბატაძეს ესაუბრა.
– სერიალში როგორ მოხვდით?
– რამდენიმე კვირის წინ დამირეკა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ და მითხრა, რომ ამ როლისთვის ეძებდნენ მსახიობს. გავიარე კასტინგი და დამამტკიცეს, რაც ძალიან გამეხარდა. მიხარია, რომ სერიალში ჩემს გამოჩენას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემთვის ამ როლის თამაში ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ პერსონაჟი რადიკალურად განსხვავდება ჩემი რეალური ბუნებისგან.
– რამდენად ექნება თქვენს გმირს განვითარება?
– მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა უკვე მიღებული მქონდა, კასტინგზე რომ მივედი, მაინც დამამტკიცეს. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ემოციურად და მადლობა მათ ამისთვის. პროფესიონალიზმთან ერთად ძალიან მეგობრული გუნდია და მათთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. გარდა ამისა, კარგი და გამოცდილი მსახიობია ჩემი პარტნიორი, რაც ძალიან მახარებს.
– საკმაოდ თამამი როლი გაქვთ, ეს პირველი როლი იყო, სადაც მსგავსი სცენების თამაშმა მოგიწიათ?
– როდესაც მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს პროფესია ამერჩია, მქონდა ამის მზაობა. თუმცა, ამ შემთხვევაში არცაა რაიმე განსაკუთრებულად თამამი სცენა.
ამბები