გიორგი გაგუა ესპანეთის “ლა ლიგის” ახალი სეზონისთვის “ალავესის” ძირითად გუნდთან ერთად ემზადება – ამის შესახებ ფეხბურთელის “ფეისბუქის” მეშვეობით გახდა ცნობილი.
ქართველმა შემტევმა გასული სეზონი “ალავესის” სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში გაატარა და “სეგუნდა B დივიზიონში” 6 გოლი გაიტანა.
ესპანეთის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონი 15 აგვისტოს დაიწყება. 19 წლის ქართველის გუნდი პირველ ტურში მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.
სპორტალი