გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა.
ეს იყო ამხანაგური შეხვედრა, რომელიც ვალენსიას ახალგაზრდულმა გუნდმა გამართა.
ვალენსიას ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ნათქვამია, რომ გიორგი მამარდაშვილმა შეხვედრაში რამდენიმე სეივი განახორციელა და ხაზგასმულია, რომ გიორგი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ვალენსიას მაისური მოირგო.