თბილისში, მეტრო ახმეტელის მიმდებარედ, ქვეითად მოსიარულე ქალს ავტობუსი შეეჯახა.
67 წლის დაშავებული ქალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” განუცხადეს, პაციენტი შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს და მას კიდურის ამპუტირების ოპერაცია ჩაუტარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
რუსთავი 2