გორის ავტობუსში მთვრალი მამაკაცი დააკავეს – “ორსულს ეჩხუბებოდა, უნდა გახდეო”

გორის ავტობუსში მთვრალი მამაკაცი დააკავეს - "ორსულს ეჩხუბებოდა, უნდა გახდეო"გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 35 წლის მამაკაცი დააკავეს.

პოლიცია ავტობუსში მყოფმა მგზავრებმა გამოიძახეს და შსს-ს საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, რომ ნასვამი მოქალაქე ფეხმძიმე ქალს შეურაცხყოფას აყენებდა.

,,#3 ავტობუსში ნასვამმა მამაკაცმა ორსულ გოგონას და მის მეგობრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გოგონამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.” – გვითხრეს მოქალაქეებმა.

როგორც ირკვევა, ინციდენტი კომბინატის დასახლებიდან დაიწყო. პირველ გაჩერებაზე ამოვიდნენ გოგონები, შემდეგ გაჩერებაზე კი – ნასვამი მამაკაცი.

,,ეს ბიჭი ამ გოგოებს მიუჯდა და დაიწყეს კამათი. რატომ მეჯიკავებიო – ეუბნებოდა გოგოს. გოგომ უპასუხა, როდის გეჯიკავებიო. მერე ბიჭმა უთხრა: ცოტა უნდა გახდე, რომ სხვაც დაჯდესო. ამას მოყვა კამათი და გამოვიძახეთ პოლიცია” – ამბობს მგზავრი.

პოლიცია ავტობუსს სტადიონის გაჩერებაზე დახვდა და ნასვამი მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ქართლი