ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ქართველმა ფალავანმა რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრი, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ტამერლან ბაშაევი სუფთა გდებით დაამარცხა.
შეგახსენებთ, ტურნირის მთავარ ფავორიტს, ფრანგ ტედი რინერს მეოთხედფინალში სწორედ ბაშაევმა აჯობა.
თუშიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, სადაც ტაჯიკეთის წარმომადგენელ რახიმოვს დამაჯერებლად სძლია. მეოთხედფინალში გურამმა ბრაზილიის ნაკრების წევრი და 2-გზის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი, რაფაელ სილვა გაფრთხილებებით დაამარცხა.
ფინალში თუშიშვილი ჩეხეთის წარმომადგენელ ლუკაშ კრპალეკს შეხვდება.
იპნ