გურჯაანში 3 წლის ბავშვი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულიდან გამოვარდა. მცირეწლოვანი მიღებული დაზიანებებით თავდაპირველად გურჯაანის “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო, ბავშვი თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.
შემთხვევა გურჯაანში გუშინ, 1 ივლისს, მოხდა.