37 წლის ასაკში გარდაცვლილ ჟურნალისტ კობა ალხაზაშვილს მეუღლე და ქალიშვილი დარჩა. ვერაგი დაავადება კობა ალხაზაშვილს პოსტკოვიდურ პერიოდში განუვითარდა – ბრონქის სიმსივნე, რაც შემდგომ თავის არეში და ფილტვებზეც გავრცელდა…
მისი მეუღლე გვანცა ციმინტია ემოციურ პოსტს უძღვნის გარდაცვლილ მეუღლეს:
“დუდის მეძახდა.
უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით, ეჭვიანი არ ვარო, მეუბნებოდა და სადმე, მის გარეშე თუ წავიდოდი, მალევე მირეკავდა- სად ხარ? მალე მოხვალ? სამსახური რომ დავიწყე პანდემიის დროს, დილით მიმიყვანდა და მერე მანქანაში ან იქვე ახლოს მელოდებოდა. ადრე მაკითხავდა და დროზე ადრე მივყავდი სახლში. თუ დავიგვიანებდი, გაბუტული იჯდა ცოტა ხანი და მხოლოდ ჩახუტებით თუ მოიყვანდი ხასიათზე.
მერე მოვიდა ნუშიკო ჩვენს ცხოვრებაში და ეხლა უკვე მისი ორი საოცნებო ხუჭუჭა გოგო დაყვებოდა კუდში და ამით ისეთი ბედნიერი იყო, სახეზე ეტყობოდა უდიდესი პასუხისმგებლობა და სიამაყე.
დაგვაობლა.
ორივე დაგვაობლა.
ასე მალე რატომ დასრულდა ეს ყველაფერი?
ერთად დაბერებაზე ვოცნებობდით, მოხუციც ეგრე უნდა გატაროო, ჩემზე გამობმულიო.
ბათუმში, ძველ უბანში, პატარა სახლი უნდა გვქონოდა, ზღვასთან ახლოს, -“შვილებს გამოვეპარებით და ჩვენთვის ვიქნებითო”.
ძალიან მიჭირს შენ გარეშე ამ ყველაფრის წარმოდგენა. სამყარო უსამართლოდ მოგვექცა შენ, მე, ნუშიკოს, ჩვენს ოჯახს. გაგვანადგურა და არ გვაცადა გამარჯვება. ჯერ კიდევ 6 თვის წინ რა ბედნიერები ვიყავით, რა უცბად შეიცვალა ყველაფერი. დაუნდობელია ეს სამყარო.
იმის იმედით უნდა ვიცხოვრო, ოდესმე, სადმე გნახო. ახალი ის არის, რომ სიკვდილის აღარ მეშინია, შენ რომ მანდ მეგულები.
არ ვიცი, როდის მოვბეზრდები ამ სამყაროს, მაგრამ, როცა უნდა იყოს, ვიცი, როგორც დამხვდები, როგორც ყოველთვის, ჩემთვის საუკეთესო ადგილს აარჩევ და შენს დუდის მაგრად ჩაეხუტები”.
მშობლები