ისრაელში კოვიდით ინფიცირებამ მკვეთრად მოიმატა – 27 ივლისს 2.195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ისრაელში კოვიდით ინფიცირებამ მკვეთრად მოიმატა - 27 ივლისს 2.195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდაბოლო ხანებში ისრაელში მკვეთრად მოიმატა კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ.

27 ივლისს ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 2.195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ისრაელში მარტის შუა რიცხვების მერე არ ყოფილა.

იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა მძიმე დაავადების აცილების საქმეში 80%-მდე შემცირდა.

კვლევაში, რომელიც ისრაელის მთავრობას წარედგინა, ნათქვამია, რომ მძიმე შემთხვევების რაოდენობა 145-დან 400-მდე გაიზრდება მომდევნო 3 კვირაში, თუ არ გატარდება ეფექტური ზომები ინფექციის შესაკავებლად.

ამ დროისთვის ისრაელში ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 61%.

ქვეყანაში ძირითადად ფაიზერის ვაქცინა გამოიყენება.