მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, კომპანების „ამაზონისა“ და „ბლუ ორიჯინის“ დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა კოსმოსში წარმატებით იმოგზაურა.
“საუკეთესო დღე” – ასე შეაფასა მოგზაურობა მილიარდერმა ბეზოსმა დედამიწაზე დაშვების შემდეგ.
მილიარდერი, მისი ძმა და კიდევ ორი ადამიანი სწორედ დღეს, რამდენიმე საათის წინ გაფრინდნენ რეისით ტეხასი-კოსმოსი-ტეხასი. ხომალდ „ბლუ ორიჯინის“ ერთი მონაწილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. არსებული ინფორმაციით, ონლაინ აუქციონის დროს დაუდგენელმა პირმა ბილეთი 28 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა.
ხომალდის წევრებმა კოსმოსში 11 წუთი დაჰყვეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ. ხომალდი 6 ადამიანზეა გათვლილი. კაფსულა, რომელშიც ბეზოსი და სხვები იმყოფებოდნენ, დედამიწაზე პარაშუტით დაეშვა.
მთავარი

