გლდანში საცხოვრებელ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ცეცხლი გაჩნდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “პრაიმტაიმს“განუცხადეს, ცეცხლი ერთ ოთახში გაჩნდა, ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ეკიპაჟი მუშაობდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს.
მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.