ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა ბოძს შეეჯახა და ერთ -ერთი სახლის ეზოში შევარდა.
დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
იპნ