ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა

ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიადის ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვაძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალში შავდათუაშვილი იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდა და მასთან დამარცხდა.

ლეგენდარული 29 წლის ქართველი ძიუდოისტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ მესამე ოლიმპიადაზე აიღო მედალი – ლონდონი 2012 – ოქროს; რიო 2016 – ბრინჯაო; ტოკიო 2020 – ვერცხლი.

შავდათუაშვილი 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.