ლაშა შავდათუაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალი მოიგო და ფინალში გავიდა.
ნახევარფინალში მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, სამხრეთკორეელი ჩანგრიმ ანი გაფრთხილებებით დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში გავიდა, სადაც იაპონელ შოჰეი ონოს დაუპირისპირდება.
ნახევარფინალური შეხვედრა ძალიან დაძაბული იყო, დამატებით დროში გადავიდა და თითქმის 10 წუთი გაგრძელდა.