“ლევ ლეშჩენკო ივანიშვილის პარაგრაფში ისვენებს და მას ლექსო თამაზაშვილი და ბექა ოდიშარია მასპინძლობენ” – ნიკა გვარამია

"ლევ ლეშჩენკო ივანიშვილის პარაგრაფში ისვენებს და მას ლექსო თამაზაშვილი და ბექა ოდიშარია მასპინძლობენ" - ნიკა გვარამიარუსი მომღერალი, ლევ ლეშჩენკო, რომელიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აფხაზურად უმღეროდა, დღეს ბიძინა ივანიშვილის სასტუმროში ისვენებს. ინფორმაციას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ავრცელებს.

როგორც ნიკა გვარამია ამბობს, ლეშჩენკოს ბიძინა ივანიშვილი, ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ოდიშარია მასპინძლობენ.

“გუშინ, ლევ ლეშჩენკო იმყოფებოდა ბათუმში, რესტორან “ასკანელში”, რომელიც სპეციალურად მისთვის დახურეს. დღეს, ლევ ლეშჩენკო ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო “პარაგრაფში”. მისი მასპინძლები არიან სასტუმროს მეპატრონე ბიძინა ივანიშვილი, ასევე, პრემიერმინისტრის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი, ასევე, კახა კალაძის ფავორიტი პარლამენტში და მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი – ბექა ოდიშარია,

ეს ხალხი მასპინძლობს დღეს ამ კაცს, აფხაზეთის დამოუკიდებლობას რომ უმღერის აფხაზურ ენაზე და ყველგან შესვლა რომ აკრძალული აქვს, ყირიმის გამო უკრაინაშიც მათ შორის. არც ელარჯია საკმარისი, არც 20 ივნისი, მეტიც, მიზანდასახულად, დემონსტრაციულად ჩვენ გვაჩვენებენ, რომ ეს ქვეყანა ვართ ჩვენ, სადაც ლეშჩენკო ისვენებს და მას საქართველოს პარლამენტისა და პრემიერმინისტრის ოჯახის წევრები მასპინძლობენ. გამოუშვით ბატონი ლეშჩენკო, ნომრიდან, როდემდე უნდა გყავდეთ ჩაკეტილი, მაინც გადავიღებთ”, – ამბობს ნიკა გვარამია.

მთავარი