საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი იოჰანესბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა დამძიმდა.
არსებული ინფორმაციით, მას ფილტვები აქვს დაზიანებული და ის ახლა სიცოცხლისათვის იბრძვის.
„საქართველოს ნაკრების მწვრთნელი სიცოცხლისთვის იბრძვის. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება,“ – წერს „ქართული რაგბი“ სოცქსელში.
შეგახსენებთ, 2 ივლისს, სამხრეთ აფრიკასთან გამართული მატჩის შემდეგ, ორივე გუნდის რიგებში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა შორის, ლევან მაისაშვილიც არის.