მაკო კვიტაშვილს ვაჟი შეეძინა – “კიტა გაგუა, მსუქანა, დიდი ტორებით”

მაკო კვიტაშვილს ვაჟი შეეძინა - "კიტა გაგუა, მსუქანა, დიდი ტორებით"“რუსთავი 2”-ის დილის გადაცემის წამყვანს, მაკო კვიტაშვილს დღეს ვაჟი შეეძინა. შვილს მშობლებმა კიტა დაარქვეს.

“გაჩნდა კიტა გაგუა, წონა – 4.700. ჩემი მაკო დედა გახდაააა და მე ბებია. ბედნიერებისგან დავფრინავ” – წერს ჟურნალისტი ეკა მიშველაძე.

ახლადგამომცხვარი ბებია ემოციებისგან გადაღლილია.

ეკა მიშველაძე: – კიტა გაგუა გაგუას კლინიკაში გაგუასთან გაჩნდა. მსუქანა ბავშვია, დიდი ტორებით, დიდი ლოყებით, ღაბაბით, უსაყვარლესი, ვარდისფერი გოჭი. ფოტოებში ვნახე.

ისე ვინერვიულე, ძალაგამოცლილი ვარ. წონით დიდი რომ იყო, საკეისრო დაიგეგმა. მაგრამ არც ამხელა გვეგონა. მამამისი, თორნიკე, ყოფილა 4 და 200. ორივე დიდები და მაღლები არიან და ბავშვიც გიგანტი გამოვიდა.

თორნიკე დაესწრო მშობიარობას.

ემოციებით დაღლილები და გახარებულები ვართ. თანდათან გავაცნობიერებ, უბედნიერესი ბებია ვარ…

პრაიმ ტაიმი