საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სპორტსმენის, ლუკა მხეიძის ოლიმპიური მედალი ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა. მან ტვიტერზე დაწერა, რომ ქვეყანა, რომელიც საქართველოდან ემიგრირებულმა სპორტსმენმა აირჩია, ახლა სიამაყეს გრძნობს.
ამის შესახებ რეპორტი წერს.
„ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, ახლახან საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ქვეყანა, რომელიც მან აირჩია, სიამაყეს გრძნობს“,- ნათქვამია მაკრონის ტვიტში.
25 წლის ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ, რომელიც 60 კგ წონით კაყეგორიაში ასპარეზობდა, დღეს ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.