მალხაზ გველუკაშვილის 18 წლის შვილი გერმანიაში მე-7 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა

მალხაზ გველუკაშვილის 18 წლის შვილი გერმანიაში მე-7 სართულიდან გადავარდა და დაიღუპა22 ივლისს გერმანიაში, ქალაქ ვოლფსბურგში, თავისი საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულიდან 18 წლის ქართველი ბიჭი გადმოვარდა და გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ცოტნე გველუკაშვილია, რომელსაც იქ მცხოვრები ქართველები ძალიან კარგად ახასიათებენ – ნიჭიერი, კეთილი, მოწესრიგებული ბიჭიაო, – ამბობენ, ვინც მას იცნობდა.

მამა, მალხაზ გველუკაშვილი – საქართველოში საკმაოდ ცნობილი ეზოთერიკოსი და მეტაფიზიკოსი და ოკულტისტია.  დედა – მუსიკოსი, თამარ გადალაძე.

ცოლ-ქმარი ამჟამად ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი, სუიციდის თავიდან აცილების მიზნით, რადგან  ტრაგედიის გამო მათი მდგომარეობა შემაშფოთებელი გახლდათ.

მალხაზ გველუკაშვილი წინა ხელისუფლებამ 2009 წელს დააპატიმრა და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წლის დეკემბერში დატოვა, 2015 წელს კი ოჯახთან ერთად საქართველოდანაც წავიდა.

ლაიფნიუსი

ნიუპოსტის ფოტო