ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა ”ბორჯღალოსნებმა” პრეტორიაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან, სამხრეთ აფრიკასთან, ითამაშეს და მატჩი ისე მიდიოდა, რომ პირველი ტაიმის მოგებასთან ახლოს იყვნენ! საბოლოოდ, მეტოქემ მატჩი 40:9 მოიგო.
შეხვედრის დაწყების წინ, საქართველოს ჰიმნი სამხრეთაფრიკელმა მომღერალმა მარიჩან ლუიტერსმა შეასრულა, მერე კი სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
”რამდენიმე ფოტო გადავიღე, სანამ პირდაპირ ეთერში საქართველოს ჰიმნს, თავისუფლებას ვიმღერებდი. დიდი პატივი იყო, მოთამაშეებს სამხრეთ აფრიკაში მივსალმებოდი და მათ მშობლიურ ენაზე მემღერა. იმედი მაქვს, ისინი ამაყობდნენ, როცა მათ ჰიმნს ვასრულებდი”, – დაწერა ინსტაგრამის გვერდზე მომღერალმა.
პოსტსპორტი