მარიკა თხელიძემ ბათუმში ქორწილი გადაიხადა

მარიკა თხელიძემ ბათუმში ქორწილი გადაიხადამა­რი­კა თხე­ლი­ძი­სა და გი­ორ­გი მან­ვე­ლი­ძის ქორ­წი­ლი გუ­შინ ბა­თუმ­ში გა­ი­მარ­თა. მომ­ღე­რა­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გამო ჯერ კი­დევ მარ­ტში გა­და­ვიდა საცხოვრებლად აჭა­რა­ში, რად­გან მისი რჩე­უ­ლი აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რია.

ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი მა­რი­კა თხე­ლი­ძე ამ­ბობ­და, რომ პან­დე­მია თუ მის­ცემ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბას, ქორ­წილს აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­იხ­დიდ­ნენ. ქორ­წი­ლის კად­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მომ­ღერ­ლის უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

ქორ­წილს და­ეს­წრო მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ნინი ქარ­სე­ლა­ძე, რო­მელ­საც შავი ელე­გან­ტუ­რი კაბა ეცვა და მე­გობ­რის ქორ­წილ­ში სიმ­ღე­რე­ბიც შე­ას­რუ­ლა.

ასე­ვე, თბი­ლი­სი­დან შავი ზღვის­პი­რეთ­ში ჩა­ვიდ­ნენ თიკა ჯამ­ბუ­რია, ან­სამ­ბლი “შვიდ­კა­ცა” და მომ­ღე­რა­ლი და­თუ­ნა სირ­ბი­ლა­ძე.

მა­რი­კა­ და გი­ორ­გს ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა, ნინი ქარ­სე­ლა­ძემ გა­აც­ნო.

სიმ­პა­თია პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე გაჩ­ნდა, თუმ­ცა და­მე­გობ­რდნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­თუმ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­სუ­ლი მა­რი­კა მალე მიხ­ვდა, რომ მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და და სულ სხვა თვა­ლით შე­ხე­და მო­მა­ვალ ქმარს.

ხე­ლის მო­წე­რის ცე­რე­მო­ნია ქორ­წი­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე გა­ი­მარ­თა.
მა­რი­კა თხე­ლი­ძეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან 4 წლის ნი­კო­ლო­ზი ჰყავს. პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბა­ში იყო გი­ორ­გი მან­ვე­ლი­ძეც. რო­გორც მის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე ხა­ტია კო­მა­ხი­ძე გახ­ლდათ. წყვილს ორი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს, 13 წლის რეზო და 8 წლის ბარ­ბა­რე მან­ვე­ლი­ძე­ე­ბი.

ამბები