მოსახლეობა კოვიდის ვაქცინის ნაცვლად მარილიანი წყლით აცრეს

მოსახლეობა კოვიდის ვაქცინის ნაცვლად მარილიანი წყლით აცრესინდოეთში ათასობით ადამიანი კორონა საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, მარილიანი წყლით აცრეს.  ინფორმაციას ამის შესახებ CNN  ავრცელებს.

ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თაღლითობაში  ექიმები და სამედიცინო პერსონალი მონაწილეობდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყალბი ვაქცინებს  ამზადებდნენ და ყიდდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, მარილიანი წყლით  სულ მცირე 2.500 ადამიანი აცრეს. თაღლითობის შედეგად პირებმა 28.000 აშშ დოლარი გამოიმუშავეს.

თაღლითობაში ჩართული ექიმები  დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის 14 ადამიანია დაკავებული, რომლებსაც ბრალი თაღლითობის მუხლით წარედგინათ.

ტვ პირველი