ყვარელი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე გვიან ღამით ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 35 წლის მამაკაცი მოტოციკლით თელავის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მოსახვევში ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა და მიღებული ტრავმებით ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.