პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი არ აირჩია

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი არ აირჩიაპარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ასევე ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე არცერთ კანდიდატურას არ დაუჭირა მხარი.

როგორც თავმჯდომარის, ასევე წევრების ასარჩევად პარლამენტის შემადგენლობის 2/3-ის, ანუ 100 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო, თუმცა ხმათა ეს რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

რიგგარეშე სხდომაზე გამართული კენჭისყრის შედეგები ასეთია: 82-მომხრე, 8-წინააღმდეგი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა ჩავარდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მეორე კანდიდატურას, გიორგი სანტურიანს მხარი მხოლოდ 2-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ტვ პირველი