ფრანგი ქმარი, 2 შვილი, 2 ბინა, 1 აგარაკი – ვინ არის ნონა მამულაშვილი, რომელიც პარლამენტში მაგიდაზე ავიდა

ფრანგი ქმარი, 2 შვილი, 2 ბინა, 1 აგარაკი - ვინ არის ნონა მამულაშვილი, რომელიც პარლამენტში მაგიდაზე ავიდა18 ივლისს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც შს მინისტრისთვის უნდა მოესმინათ, რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

ერთ-ერთი ინციდენტი დეპუტატ ნონა მამულაშვილს შეემთხვა. მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა შს მინისტრთან არ მიუშვა, ნონა მამულაშვილმა ფეხსაცმელი გაიხადა და დეპუტატის მაგიდაზე ფეხშიშველმა მდგარმა 5 ივლისის მოვლენები გააპროტესტა.

ნონა მამულაშვილი ირაკლი ზარქუამ ჩამოიყვანა დეპუტატის მაგიდიდან.

ნონა მამულაშვილმა 1999 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მრეწველობის მართვის სპეციალობით. მოგვიანებით სწავლა განაგრძო პარიზის სორბონის უნივერსიტეტში, სპეციალობით ისლამური ცივილიზაცია, არაბები. ამის შემდეგ სწავლობდა ვესტმინსტერის უნივერსიტეტში, სადაც  დიპლომატიურ მეცნიერებათა მაგისტრი გახდა.

2007-2013 წლებში მუშაობდა ბრიტიშ-ამერიკან ტობაკოს კავკასიის წარმომადგენლობაში. 2012-2015 წლებში იყო საქართველოში ფაიზერის წარმომადგენლობის რეგიონალური დირექტორი. 2015-2020 წლებში  „ფილიპ მორის საქართველოში“ მუშაობდა. ნონა მამულაშვილი პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვდა.

მას ჰყავს ფრანგი მეუღლე- ორელიენ ჟირო და ორი ქალიშვილი – სესილი ჟირო მამულაშვილი და ლილი ჟირო მამულაშვილი.

დეპუტატს აქვს 2009 წელს  100.000 ლარად შეძენილი ბინა. 425,26 კვადრატული ბინა ფერმწერთა ქუჩაზე მდებარეობს. აქვს ბინა თოიძის ქუჩაზე, 64,4 კვ.მ ბინა მან 40 ათას ლარად  2014 წელს შეიძინა.

აქვს ასევე აგარაკი ქობულეთში, სოფელ ხეცუბანში, რომელიც 2016 წელს აქვს 30.000 ლარად შეძენილი და ფლობს 10.000 კვ.მ მიწის ნაკვეთს თიანეთში, რომელიც 30.000 ლარად შეიძინა.

დეპუტატის მფლობელობაშია ასევე 2020 წელს 7 000 დოლარად შეძენილი ტოიოტა კამრის მარკის ავტომობილი.

პრაიმ ტაიმი