პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან კარვები დაარბიეს

პრაიდის მოწინააღმდეგეებმა პარლამენტთან კარვები დაარბიესძალადობრივი დაჯგუფებების წარმომადგენლებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან განთავსებული კარვები დაარბიეს.

როგორც მათ ჟურნალისტებთან აღნიშნეს, “როგორც პარლამენტის წინ არსებული ტერიტორია გაასუფთავეს, ასევე გაასუფთავებენ ქვეყანას სექსუალური უმცირესობებისგან”.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, აქ განთავსებული იყო იმ პოლიტიკური ძალების კარვები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ლგბტ პირთა მხარდამჭერ დოკუმენტს. მათი თქმით, ეს სრულ წინააღმდეგობაში მოდის ქართველი ხალხის ინტერესებთან.

„ჩვენ ვერ ჩავატარებთ აქციას ვერსად სხვაგან, მაშინ, როცა პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრი არის ეს და ეს ადგილი უკავიათ ლგბტ პირთა მხარდამჭრებს. ეს ადგილი უნდა გვეკავოს ჩვენ, ქართველ ხალხს”,- განაცხადა აქციის მონაწილემ, შოთა მარტინენკომ.