ქალს საკუთარ სახლთან მანქანა დაეჯახა და მოკლა – ავარია თელავთან

ქალს საკუთარ სახლთან მანქანა დაეჯახა და მოკლა - ავარია თელავთანთელავში, სოფელ კისისხევში გვიან ღამით ავარია მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მყოფ 40 წლის ქალს შეეჯახა. სასწრაფო ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

თვითმხილველების თქმით, ავტომობილი მაღალი სისწრაფით მოძრაობდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღევის მუხლით მიმდინარეობს.