ერთი წლის წინ საქართველოს ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ალექსანდრე (სანდრო) კვიტაშვილს ტრაგედია დაატყდა თავს _ მისი ცოლი მოულოდნელად გარდაიცვალა. 35 წლის ანასტასიასთვის მარტივი ლაპარასკოპიული ოპერაცია საბედისწერო აღმოჩნდა. ამერიკელი ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
_ აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო,, მთელი ცხოვრება სპორტით იყო დაკავებული, ვარჯიშობდა… იყო ძალიან მარტივი ლაპაროსკოპიული ოპერაცია, თავად შევარჩიეთ თარიღი ოპერაციის და ექიმიც. თუმცა ოპერაციის დროს გაჩნდა პრობლემა და ამას მოჰყვა გართულება. ნაღვლის ბუშტში ჰქონდა კენჭი და უნდა ამოეკვეთათ. 40 წუთიანი ოპერაცია უნდა ყოფილიყო და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავდით.
9 ოქტომბრიდან 1 თვე საავადმყოფოში იწვა, ყოველდღე მასთან ვიჯექი და იქიდან ვმუშაობდი ჩემი კომპიუტერით…მაღაზიაში ვიყავი, რაღაც დამაბარა და ვყიდულობდი, ექიმმა რომ დამირეკა, სასწრაფო ოპერაციაზე შეგვყავსო, რადგან შინაგანი სისხლდენა დაეწყო.
2-3 საათი გრძელდებოდა ოპერაცია, შემდეგ 10-12 საათი რეანიმაციაში დარჩა და ვერ გადაარჩინეს, – უამბო სანდრო კვიტაშვილმა ნანუკა ჟორჟოლიანს.
წყვილმა ერთმანეთი უკრაინაში გაიცნო და 2018 წელს იქორწინეს.
მანამდე სანდრო კვიტაშვილი ნიკოლ ჟორდანიაზე იყო დაქორწინებული, რომელთანაც ვაჟი, ნიკოლოზი ჰყავს. ნიკოლი ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და რეჯებ ჟორდანიას ქალიშვილია.