რუსთავში 5 წლის ბავშვი სასრიალოდან გადავარდა და გონება დაკარგა

რუსთავში 5 წლის ბავშვი სასრიალოდან გადავარდა და გონება დაკარგარუსთავში, დასვენებისა და კულტურის ცენტრალურ პარკში 5 წლის ბავშვი სასრიალოდან ჩამოვარდა, თავი დაარტყა და გაითიშა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” თვითმხილველმა განუცხადა, მცირეწლოვანი ბიჭი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა.

ბავშვი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში შეიყვანა.

როგორც “ინფო რუსთავს” სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განუცხადა, 5 წლის ბიჭი ამ დროისთვის კონტაქტურია და უტარდება შესაბამისი გამოკვლევები.

მისი თქმით, მცირეწლოვანს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით თბილისში ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანენ.