რუსთავში მანქანა 25 წლის ქალს დაეჯახა

რუსთავში მანქანა 25 წლის ქალს დაეჯახა24 ივლისს ღამით რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი 25 წლის ქალს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებული კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.

“კლინიკა რუსთავი”-ს გადაუდებელი განყოფილების ექიმი გიორგი მოდებაძე ინფო რუსთავთან აცხადებს, რომ -პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო კვლევები. ვიზუალური დათვალიერებით არ აღენიშნებოდა მოტეხილობები, პაციენტი გონზეა და ადეკვატურია.