ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბაში 17 წლის ახალგაზრდა, ვ.ტ. დაიხრჩო.
შემთხვევა გუშინ, 2 ივლისს საღამოს 23 საათისთვის მოხდა.
ახალგაზრდა ტბაში საცურაოდ შევიდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
ცხედარი ტბადან მაშველებმა გამოიყვანეს.
ვ.ტ. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მკვიდრია.
რადიო ნორი