სანდრო მამუკელაშვილი “მილუოკი ბაქსის” კალათბურთელია. აღსანიშნავია, რომ ქართველი მძიმე ფორვარდი “ინდიანა პეისერსმა” 54-ე პიკად აირჩია და უმალ მოქმედ ჩემპიონებში გაცვალა.
“ბაქსი” ქართველს ცენტრის პოზიციაზე მოიაზრებს.
სპორტალის ცნობით, სანდრო 4 წლის განმავლობაში კოლეჯში “სეტონ ჰოლის” ღირსებას იცავდა, ამიერიდან კი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გადადგამს პირველ ნაბიჯებს.
“მამუმ” (როგორც მას ამერიკაში ეძახიან) გასულ დრაფტზე მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა და “პირატების” გუნდის ლიდერი გახდა. მის ანგარიშზე 17.5 ქულა, 7.6 მოხსნა და 3.2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ 2017 წელს, როდესაც ჩვენებური კოლეჯში ჩაირიცხა, საშუალოდ 2.6 ქულას აგროვებდა, ყოველივე ამის შემდეგ კი მისი ასეთი გარდასახვა შესამჩნევი გახლდათ.
იანის ატეტეკუმპოს გვარის დამახსოვრების შემდეგ მილუოკის ფანებს სანდრო მამუკელაშვილის სწავლა მოუწევთ.