საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების მოსალოდნელი მეოთხე ტალღის შესახებ აფრთხილებს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„ხუთი დღის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი არ შემცირებულა – ის კვლავ იზრდება „დელტა“ ვარიანტის გამო, რომელიც ძალიან გადამდებია. ბრიტანეთის მაგალითიდან ჩანს, რომ მეოთხე ტალღის დაწყება ივლისის ბოლოდანაა მოსალოდნელი. ვაქცინაცია კიდევ უფრო უნდა დავაჩქაროთ,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
გამოცემა Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ამ დროისთვის საფრანგეთში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 37%-ზე მეტია.
იპნ

