საფრანგეთში ტურისტებისთვის კოვიდზე ტესტის გაკეთება ფასიანი ხდება

საფრანგეთში ტურისტებისთვის კოვიდზე ტესტის გაკეთება ფასიანი ხდება7 ივლისიდან საფრანგეთში ჩასული ტურისტებისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება ფასიანი გახდება. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა.

საფრანგეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ საფრანგეთში ჩასული უცხოელი ტურისტებისთვის PCR-ტესტის ღირებულება 49 ევრო, ხოლო ანტიგენის ტესტის ღირებულება 29 ევრო იქნება.

იმედინიუსი