უბედური შემთხვევა სენაკში – სოფელ ბეთლემთან მანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა. 3 პირი, მათ შორის 7 წლის ბავშვი მანქანაში დაიწვა. 2 დაშავებული კი მძიმე მდგომარეობით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სენაკის კლინიკა “სენამედში” გადაიყვანეს.
ისინი სენაკში დასასვენებლად იყვნენ ჩასულები და მარტვილიდან შემოვლითი გზით ბრუნდებოდნენ.
ერთ-ერთი ვერსიით, 7 წლის ბავშვის ბაბუა, რომელიც საჭესთან იჯდა, მანქანას არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.