ტრაგედია თბილისში – მტკვარში 36 წლის კაცი დაიხრჩო. შოთა ქარსელაძე მდინარეში გადავარდნილი უცნობი გოგონას გადასარჩენად გადახტა, ქალი სიკვდილს გადაარჩინა, თავად კი ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო. შემთხვევა ორთაჭალაში გუშინ მოხდა.
სამაშველო სამსახური მამაკაცის ცხედარს ორთაჭალის სანაპიროზე რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა. ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს და ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
მეზობლების თქმით, კაცმა ცურვა არ იცოდა.
ტვ პირველი