თაკო ჩარკვიანი არჩევნებში ნაციონალებთან ბლოკში შეიძლება გამოვიდეს

თაკო ჩარკვიანი არჩევნებში ნაციონალებთან ბლოკში შეიძლება გამოვიდესპარტიის “კანონი და სამართალი” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი “ახალ თაობასთან’ ინტერვიუში ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთობის კომპლექსი არ გააჩნია:

– მათ დროს არარეფორმირებული სამართლებრივი სისტემის გამო ვიყავი ოპოზიციაში და ზუსტად იმას ვაპროტესტებდი, რამაც ეს წარმატებული პარტია ქვეშ მოიყოლა. წარმატებული პარტია იყო ნაციონალური მოძრაობა, აბა რა იყო?! მან სახელმწიფო ინსტიტუციები ააშენა, ჩაბნელებული საქართველო გაანათა, მაგრამ ქვეშ მოიყოლა ზუსტად არგაკეთებულმა სამართლებრივმა რეფორმამ.

– შესაძლოა, რომ ნაციონალური მოძრაობის ბლოკში გიხილოთ?

– ვნახოთ, ახლა მიმდინარეობს საუბარი და ვნახოთ, რა და როგორ იქნება. მე ვიყავი “ძალა ერთობაშია”-ს წევრი. ვეხვეწებოდი ყველას, რომ ნუ ქმნით ახალ ფორმატს, ეს დაშლის “ძალა ერთობაშიას”-მეთქი. ის წარმატებული პროექტი იყო. საპრეზიდენტო არჩევნებში მან მოიტანა მეორე ტური. ახლად შექმნილში კი დაიწყება გაწევ-გამოწევა და ბევრი ფსევდოოპოზიცია შემოვა-მეთქი.

მაშინ თავი მოიკლეს მიშას შიშებით და მის მიმართ კომპლექსებით და შეიქმნა ახალი ფორმატი. რამდენი ფსევდოა, მე მგონი, თქმა არ გჭირდებათ. 2 წლის წინ იყვნენ “ძალა ერთობაშია” და დღეს ნაციონალურ მოძრაობას ემიჯნებიან. ვიხუმრე, რომ სააკაშვილს ეუბნებიან, რომ შენ გაიწიე და შენი პარტია გვათხოვეო, მაგრამ არ გამოდის ასე. ის პარტია არის ის, ვისაც ჰყავს მილიონამდე ამომრჩეველი და იმ ამომრჩეველს არ უნდიხარ შენ, ვიღაცა რომ ხარ ლიდერი. იმ ამომრჩეველს შენ რომ უნდოდე, შენ მოგცემდა ხმას და არ გექნებოდა 3%. ამომრჩეველს უნდა გაუწიო ანგარიში და ნუ ეჭიმები მას.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა