თეა გვარამია – “არაა პრობლემა, მობრძანდნენ, დეტალურად შეგვამოწმონ”

თეა გვარამია - "არაა პრობლემა, მობრძანდნენ, დეტალურად შეგვამოწმონ"“არაა პრობლემა, მობრძანდნენ, შეგვამოწმონ, ნახონ ყველაფერი დეტალურად”, – ასეთ კომენტარს აკეთებს “მთავარი არხის” გაყიდვების მენეჯერი თეა გვარამია არხის გაყიდვების სახლში საგადასახადო სამსახურის შესვლასთან დაკავშირებით.

როგორც გვარამია ამბობს, შემოწმება არაგეგმიურია, თუმცა არხს ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვს:

“მივიღეთ შეტყობინება შემოსავლების სამსახურის საიტზე შემოწმებასთან დაკავშირებით, დღეს ვესაუბრე აუდიტის სამსახურის თანამშრომელს, მე თვითონ დავუკავშირდი, მომთხოვეს ყველა ინფორმაცია, დოკუმენტაცია. ჩვენ მზად ვართ, რომ გავუგზავნოთ ყველა ინფორმაცია, მათ შორის საბუღალტრო ბაზა, ყველა ხელშეკრულება, საბანკო ამონაწერები, და ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ვერანაირ დარღვევას ისინი ვერ აღმოაჩენენ, ვინაიდან ჩვენ აბსოლუტურად ყველა გადასახადს ვხდით. რაც შეეხება გეგმიერ შემოწმებას, “მთავარი არხის” გაყიდვების სახლის კომპანია დაარსდა 2019 წლის სექტემბერში, შესაბამისად, ფუნქციონირება დაიწყო ოქტომბერში, სამი წელი ჯერ არაა გასული, როგორც წესი 3 წლის ხანდაზმულობის ვადაში შემოდიან და ამოწმებენ, თუმცა არაა პრობლემა, მობრძანდნენ, შეგვამოწმონ, ნახონ ყველაფერი დეტალურად”, – თქვა თეა გვარამიამ.

მთავარი