თელავის რაიონში 2 სართულიანი სახლი ჩამოინგრა

თელავის რაიონში 2 სართულიანი სახლი ჩამოინგრათელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში, წვიმის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

შემთხვევის დროს ადგილზე 68 წლის ქალი იმყოფებოდა  რომელიც ნანგრევებიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა და სამაშველო სამსახური გამოიძახა.

დაზარალებულის თქმით, რამდენიმე წელია სახლი ავარიულია, რის შესახებაც მერიას არაერთხელ მიმართა. მისი განმარტებით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ბინის დასაქირავებლად ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა შესთავაზა, რა თანხაშიც ალტერნატიული ფართის მოძიება ვერ შეძლო.

ემა ლომიძე დახმარებას ითხოვს.

ადგილზე იმყოფებოდა, მერის წარმომადგენელი. დავით გიგაურის თქმით, ქალს დაუყოვნებლივ, სხვა უსაფრთხო საცხოვრებელში გადაიყვანენ. მისივე განცხადებით, მოქალაქეს მერიამ არაერთხელ შესთავაზა ალტერნატიული ფართი, თუმცა მან უარი განაცხადა.

იპნ